თომას დეკერი
თომას დეკერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1572[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ლონდონი |
გარდაცვალების თარიღი | 25 აგვისტო, 1632[1] [2] [3] [7] |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
საქმიანობა | დრამატურგი, პოეტი და მწერალი[2] [8] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
ალმა-მატერი | grammar school |
Magnum opus | Patient Grissill |
თომას დეკერი (ინგლ. Thomas Dekker, დ. 1572 — გ. 25 აგვისტო, 1632) — ინგლისელი დრამატურგი-ელიზაბეტელი, პოეტი და პამფლეტისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკერის წარმოშობის შესახებ არაფერია ცნობილი. როგორც დრამატურგი, ის პირველად მოიხსენიება 1598 წელს ჯგუფ „ლორდ-ადმირალის მსახურებთან“ მიმართებაში. ძირითადად ის მუშაობდა სხვა დრამატურგებთან ერთად თანაავტორად. მრავალი მისი პიესა დაკარგულია.
დაახლოებით 1609 წელს დეკერი, შესაძლოა მატერიალური პირობების გამო, დაბრუნდა თეატრში. ვალების გამო ის 1613 წელს მოხვდა ციხეში, სადაც დაჰყო 6 წელი.
მისი გვიანდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია დრამა „ედმონტონის ალქაჯი“(„The Witch of Edmonton“, 1621), სადაც ის უპირისპირდება ჯადოქრებზე ნადირობას. ამის შემდეგ მან დაწერა რამდენიმე ტრადიციული ტრაგიკომიკური ჟანრის პიესა და ასევე საზეიმო სცენები ლორდ-მერის პატივსაცემად.
თომას დეკერი გარდაიცვალა 1632 წელს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამი ყველაზე ცნობილი დრამა მიეკუთვნება დეკერის შემოქმედების ადრეულ პერიოდს. ესენია:
- „ძველი ფორტუნატი“ („Old Fortunatus“, 1600), ფოლკლორულ-ლირიკული პიესა
- „მეწაღის ზეიმი“ („The Shoemaker’s Holiday“, 1600), რომელმაც მას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა
- „Satiromastix“, 1602 — ბ. ჯონსონისადმი მიძღვნილი სატირა, რომელსაც დგამდნენ „თეატრთა ომების“ დროს
1604 წელს გამოვიდა ფსიქოლოგიური ტრაგედია „სათნო ბოზი“ („The Honest Whore“, ნაწილი I), ხოლო შემდეგ - „ქალაქური“ სატირული კომედიები თ. მილტონთან და დ. ვებსტერთან თანაავტორობით.
პამფლეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 1606—1607 წლებში დეკერმა დატოვა თეატრი და განაგრძო პამფლეტების სერიის წერა „მარტოხელას ბანკეტი“ („The Batchelor’s Banket“, 1603).
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს „თოლიას ანბანმა“ („The Gull’s Hornbook“, 1609), სადაც აღწერილია ლონდონელი მოდის მიმდევრებისა და თეატრალების ცხოვრება და „საოცარი წელი“ („The Wonderful Year“, 1603), სადაც აღწერილია ლონდონის შავი ჭირი.
„ლონდონის შვიდი მომაკდინებელი ცოდვა“ („The Seven Deadly Sins of London“, 1606), „სიახლე ჯოჯოხეთიდან“ („News From Hell“, 1606) და „ლამპარი და სანთელი“ („Lanthorn and Candlelight“, 1608) ამხელენ მდაბიოთა მანკიერებებს.
„ოთხი ჩიტი ნოეს კიდობნიდან“ („Four Birds of Noah’s Ark“, 1609) — უბრალო და ნათელი ლოცვების წიგნია.
დეკერის პროზაიკული პამფლეტების სტილი აბრალო და გამჭვირვალეა, ხოლო სიმღერები ტექსტები მის პიესებში ელიზაბეტური პოეზიის საუკეთესო შედევრების დონისაა.
გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თომას დეკერის სიმღერის „Golden Slumbers“ გავლენით 1969 წელს პოლ მაკ-კარტნიმ შექმნა ამავე სახელწოდების სიმღერა, სადაც საკუთარ მუსიკას მოარგო თითქმის შეუცვლელი დეკერისეული ორიგინალური ტექსტი. მაკ-კარტნის სიმღერა „Golden Slumbers“ ლენონთან თანაავტორობით შესულია „The Beatles-ის“ 1969 წლის ალბომში „Abbey Road“
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bednarz, James P. Shakespeare and the Poets' War. New York: Columbia University Press, 2001.
- Bowers, F. – ‘The Dramatic Works of Thomas Dekker’, In 4 Volumes – Cambridge University Press – 1961
- Chapman, L.S. – ‘Thomas Dekker and the Traditions of the English Drama’ – Lang – 1985
- Gasper, J. – ‘The Dragon and the Dove: The Plays of Thomas Dekker’ – Oxford: Clarendon – 1990.
- Gregg, Kate. Thomas Dekker: A Study in Economic and Social Backgrounds. Seattle: University of Washington Press, 1924.
- Hunt, Mary. Thomas Dekker: A Study. New York: Columbia University Press, 1911.
- McLuskie, Kathleen. Dekker and Heywood: Professional Dramatists. New York: St. Martin's Press, 1993.
- Wilson, F. P, editor. The Plague Pamphlets of Thomas Dekker. Oxford: Clarendon Press, 1925.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118679287 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ CONOR.SI
- ↑ Trove — 2009.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.